„აზოვსტალში 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება, რუსები ქარხანას ბომბავენ“ - უკრაინული მედია

პუბლიკა

„მარიუპოლში რუსები „აზოვსტალის“ დაბომბვას მძიმე არტილერიითა და თვითმფრინავით აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ თავშესაფრებში 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება“, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრო ანდრიუშჩენკომ უკრაინულ მედიას განუცხადა.

„სამხედროების გარდა, თავშესაფრებში სულ მცირე 100 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. თუმცა, ეს არ ამცირებს ოკუპანტების თავდასხმების სიხშირეს. მძიმე არტილერია და ავიაცია განაგრძობს ქარხნის დაბომბვას მთელი დღის განმავლობაში“, – წერს ანდრიუშჩენკო Ukrinform-ს.

7 მაისს დასრულდა მშვიდობიანი მოსახლეობის – ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია, რომლებიც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის თავშესაფარში იმყოფებოდნენ.

9 მაისს ცნობილი გახდა, რომ „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის თავშესაფრებში 100-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩებოდა.