„აზოვსტალში“ 1000 მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედროა, სასწრაფოდ ვითხოვთ ჰუმანიტარულ დერეფანს - ვერეშჩუკი

პუბლიკა

უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც „აზოვსტალიდან“ სასწრაფო ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ საუბრობს.

„ჩვენ მოვითხოვთ რუსებისგან სასწრაფო ჰუმანიტარულ დერეფანს აზოვსტალიდან, სადაც დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე და 500 დაჭრილი სამხედროა. დღეს ყველა უნდა გამოიყვანონ აზოვსტალიდან!

მე მოვუწოდებ მსოფლიო ლიდერებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, ახლა თავიანთი ძალისხმევა სწორედ აზოვსტალზე მიმართონ“, – წერს ის.