„აზოვსტალში" ქართველი მებრძოლი ტატო ბიგვავა დაიღუპა

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, „აზოვსტალში” ქართველი მებრძოლი ტატო ბიგვავა დაიღუპა. დაღუპულის ოჯახის წევრების ცნობით, ბიგვავა აზოვსტალში, ერთ-ერთი თავშესაფრის დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა. ის 2014 წლიდან აზოვის პოლკის ერთ-ერთ ასეულს ხელმძღვანელობდა. „მთავარი არხი“ ესაუბრა დაღუპული მებრძოლის ოჯახის წევრებს.

„8 მაისს მქონდა ბოლო კავშირი, სადღაც დღის 2 საათი იყო. მომწერა, ნორმალურად ვარო. ამის შემდეგ გაწყდა კავშირი. მეორე დღეს მაცნობეს, რომ დავალებიდან დაბრუნებულები იყვნენ, ისვენებდნენ, ჩამოყარეს 3-ტონიანი ბომბები და იქ დაიღუპა ჩემი შვილი“, – განუცხადა „მთავარ არხს“ დაღუპულის მამამ.