ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურასთან აქცია გამართა

პუბლიკა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მისი დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ხოლო თუ ოჯახის მოთხოვნები არ შესრულდება, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ის აქციებს აანოსებს.

„არის სატელიტური სურათები, სადაც გამოჩნდება, იდგა თუ არა მანქანა იქ, სადაც იდგა. ამ სატელიტირი სურათების საფუძველზე  მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება მკვლელობის მუხლად, და დასახელდეს მკვლელი ან მკვლეველი. სავარაუდოდ 3 მაღალჩინოსანზე არის საუბარი”, – აცხადებს თეონა თამაზაშვილი.

ოჯახის ადვოკატის,  მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ოჯახი კვლავ ითხოვს, საქმის მასალები FBI-ის ექსპერტებმა დროულად შეისწავლონ.

„ჩვენი სურვილია დანაშაულის გადაკვალიფიცირება, მოგეხსენებათ სხვა მუხლითაა აღძრული საქმე, ბევრი კითხვის ნიშნებია. ველოდებით, როდის იქნება ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დღემდე არ მოსულა. დრო რომ არ გაწელილიყო და გაჭიანურებულიყო, ჩვენ უარი ვთქვით 14 სექტემბერისთვის უცხოელი ექსპერტების ჩამოსვლაზე. ჩვენ მაინც ვრჩებით იმ მოთხოვნით, რომ იყოს FBI-ის ექსპერტები იყვნენ ბოლომდე ჩართულები ამ საქმეში, დროულად მოითხოვონ ის მონაცემები, რაც არის წაშლილი ლეპტოპიდან, ასევე ის ინფორმაციაც, ვინ იყო ის პიროვნება, ვინც გაიყვანა თამუნა სახლიდან და ვინ დაგეგმა ეს ყველაფერი”, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.