ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს, სერგო შუბითიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე შუბითიძისთვის სწორედ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. საქმეზე მორიგი სასართლო სხდომა 17 აგვისტოს გაიმართება.

გარდაცვლილი პროგრამისტის საქმის ყოფილ გამომძიებელს პროკურატურა ბრალს დებს ცრუ ჩვენების მიცემაში. სერგო შუბითიძე გუშინ დააკავეს, დღეს კი, როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მან წარდგენილი ბრალი აღიარა.

ცნობისთვის, სერგო შუბითიძე, „შაბათის ფორმულასთან” ინტერვიუში ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების გაყალბებაზე საუბრობდა. შუბითიძემ განაცხადა, რომ მისთვის ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია დამაჯერებელი არ იყო.