ბაჩანა შენგელიას საქმეზე სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს 12 800 ლარის ანაზღაურება დააკისრა

პუბლიკა

ბაჩანა შენგელიას საქმეზე სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს 12 800 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

„ალბათ, გახსოვთ, ზაფხულში იუსტიციის მინისტრმა საქმიანობა რომ შემიჩერა. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, უკანონოდ ცნო სანოტარო საქმიანობის შეჩერება და იუსტიციის სამინისტროს დააკისრა ზიანის სახით 12 800 ლარის ანაზღაურება. მიმაჩნია, რომ საქმიანობის შეჩერება იყო იმ დევნის კამპანიის გაგრძელება, რაც ჩემი ოჯახის მიმართ ხორციელდება და რასაც დედაჩემის სიცოცხლე შეეწირა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ამიტომ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისთანავე, აღნიშნული თანხა ჩაირიცხება ,,ია კერზაიას სახელობის, განათლების განვითარების ფონდში”, რომელიც 2019 წელს დავაფუძნეთ და ფონდის მეშვეობით მოხმარდება იას უსაყვარლეს საქმეს – ქ. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების განათლების ხელშეწყობას“, – წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში.