„ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ მალე საზოგადოება ახალ პარტიას გაიცნობს.
მისი თქმით, ახლა ტექნიკური საკითხების მოგვარება მიმდინარეობს.
„ვემზადებით იმისთვის, რომ ძალიან კონკრეტული შეთავაზება გავაკეთოთ ჩვენი ამომრჩევლებისთვის. ახლა ტექნიკური სახის სამუშაოები მიმდინარეობს. იცით, რომ საჭიროა ყრილობა და ა.შ. მიმდინარეობს ძალიან ბევრი საინტერესო მოლაპარაკება, ასევე, შიდა ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ჯერ არდარეგისტრირებულ პარტიას უკვე ყველა ქალაქში ყავს დასაყრდენი”. – ამბობს ბაჩო დოლიძე.
ჯერჯერობით უცნობია პარტიის სახელიც.
ბაჩო დოლიძემ ენმ 2023 წლის 11 დეკემბერს დატოვა, მას შემდეგ, რაც ამავე პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ახალი პარტიის შექმნა დააანონსა.
ნიკა მელიამ 7 დეკემბერს თქვა, რომ ახალ პარტიას დააფუძნებს, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის” წევრი აღარაა, სხვა პარტიაში გაწევრების შესაძლებლობას კი ვერ ხედავს.
დეკემბერში ენმ დატოვეს ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურის და სხვა ქალაქების წევრებმა, მათ შორის – საკრებულოს დეპუტატებმა.