ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, მშრალ შიმშილობაზე გადადის

პუბლიკა

დეპუტატი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ის მშრალ შიმშილობაზე გადადის. დეპუტატმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გლდანის ციხეში რამდენიმე წუთით გონება დაკარგა.

ბაჩუკი ქარდავამ საქართველოს პარლამენტის შენობაში შიმშილობა 9 დეპუტატთან ერთად 14 ნოემბერს გამოაცხადა.


რესპუბლიკური კლინიკის ექიმი-რეანიმატოლოგი გულიკო ქილიფთარი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ის მედიას ეუბნება, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია.

„სასიცოცხლო მაჩვენებლები არის გამოსწორებული. პაციენტი კონტაქტურია, ცნობიერება აქვს ადეკვატური. არეტრიული წნევა, ჰემოდინამიკა, ოქსიგენაცია, ვენტილაციის პარამეტრები – ეს ყველაფერი არის გამოსწორებული და მოწესრიგებული. კონტაქტურია“, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმმა გულიკო ქილიფთარმა.