პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ბადრი ბასიშვილი წერს, რომ ტოვებს პარტიის პოლიტიკურ საბჭოს.
მისი თქმით, საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილება და სტრუქტურის რეორგანიზაცია.
„ძმათა შორის ომს დაემსგავსა ეს მარაზმი. ამ საყვედურებში ყველას ავიწყდება, რომ ყველა დამნაშავე ვართ პუტინის პატიმარი მიშა რომ დღემდე ვერ დავიხსენით. ყველაზე დიდ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკეთილშობილებს პასუხისმგებლობა და დისციპლინა.
საჭიროა პარტიის წესდებაში ცვლილებები და სტრუქტურის რეორგანიზაცია. ვერც დიქტატორმა უნდა გმართოს და ვერც ოლიგარქმა, თუ სამშობლო გიყვარს. ვტოვებ პოლიტსაბჭოს. ვაგრძელებ ბრძოლას, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრი და მჯერა, რომ დღეს ვინც სხვადასხვა აზრზე დგას, მალე ერთად მოგვიწევს ბრძოლა”, – წერს ის.
ის ასევე ამბობს, რომ პარტიის პოლიტსაბჭოში ბევრი ღირსეული წევრი და თანამებრძოლია, მაგრამ ისურვებდა უფრო ქმედითს, მეტი გამჭვირვალობით და დემოკრატიულად არჩეულს.