ბადრი ჯაფარიძე „ლელოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იქნება, ირაკლი კუპრაძე — გენმდივანი

პუბლიკა

ბადრი ჯაფარიძე „ლელოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე იქნება. მისი მოადგილის პოზიციას ანა ნაცვლიშვილი დაიკავებს.

პარტიის გენერალური მდივანი იქნება ირაკლი კუპრაძე. პარტიამ გადაწყვეტილება დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღო, სადაც 21 წევრიც აირჩიეს.

ირაკლი კუპრაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ეს თანამდებობები 2023 წლის მარტში დაიკავეს. მათ პოლიტსაბჭომ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

პოლიტსაბჭოს სხდომაზე ასევე აირჩიეს 21 წევრი.

„ამით ჩვენ დავასრულეთ შიდა პარტიული არჩევნები და შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან პარტია სრულიად მობილიზებულია იმისთვის. რომ საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოიტანოს 2024 წლის არჩევნებისთვის.

გამარჯვებაში ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რომ შევცვალოთ ქართველი ხალხის ცხოვრება, რომ ეს ქვეყანა გავხადოთ წარმატებული, შევქმნათ ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, გავაორმაგოთ ბიუჯეტი, შევქმნათ პირობა, რომ ჩვენი ემიგრაცია დაუბრუნდეს სამშობლოს და ჩვენს ახალგაზრდებს მივცეთ საქართველოში სამუშაოს დაწყების საშუალება, ჩვენს პენსიონერებს მივცეთ ღირსეული ცხოვრების საშუალება.

ჩვენ ვართ სრულად მობილიზებულები, იმისთვის, რომ 2024 წელი არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის გახდეს გარდამტეხი და გამარჯვების წელი”, – თქვა პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ.