ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიებად 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტში ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას. ჯაფარიძე სხდომაზე არ მივიდა, რის გამოც მას პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.

ბადრი ჯაფარიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 3 აპრილს გამოიკითხა. მანამდე ამავე მუხლით ბრალდება წარედგინა „ძლიერი საქართველოს“ კიდევ ერთ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლომ 50 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

„ძლიერი საქართველო“ არ აღიარებს პარლამენტის ლეგიტიმურობას, პარტიის წევრებმა დატოვეს საპარლამენტო მანდატები.