ბაღდათში ხანძარს ქალი და 4 ბავშვი ემსხვერპლა

პუბლიკა

ბაღდათის რაიონში ერთ-ერთ სახლში ხანძარს 5 ადამიანის, 4 ბავშვისა და ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, სახანძრო ჯგუფები ადგილზე გამოძახებიდან 2 წუთში მივიდნენ, მაშველები ღია ცეცხლში შევიდნენ, თუმცა სახლში მყოფები უკვე დაღუპულები იყვნენ. უწყების ინფორმაციით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ხანძარი ლოკალიზებულია.

მოგვიანებით, ადგილზე ნაპოვნი იქნა კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.