ბაღდათის საკრებულო „ქართული ოცნების“ სამმა წევრმა დატოვა

პუბლიკა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეები“ სამმა დეპუტატმა დატოვა. ამის შესახებ ინფრომაცია „პუბლიკას“ საკრებულოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

მათი ცნობით, ფრაქცია დატოვეს გაბრიელ ღიბრაძემ, ზაზა ზივზივაძემ და დიომიდე კიკნაველიძემ.

საკრებულოს აპარატის უფროსის განმარტებით, ფრაქციის დატოვების შემდეგ ისინი საკრებულოში უფრაქციო დეპუტატებად გააგრძელებენ მუშაობას, ასევე ცალკე შექმნეს  პარტია „ბაღდათელები მომავლისთვის“.

„მთავარ არხთან“ საუბრისას გაბრიელ ღიბრაძემ თქვა, რომ გადაწყვეტილება სამივემ ერთობლივად მიიღო. შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ეს გადაწყვეტილება გიორგი გახარიას გადადგომას, ღიბრაძე პასუხობს: „ბევრი რაღაცები ემთხვევა ერთმანეთს. არის ბევრი მიზეზი, რის გამოც მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“.