ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიმში ავტოავარიის შედეგად, თვითმხილველების ინფორმაციით ერთი ოჯახის 4 წევრი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
მათივე ცნობით, ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს (ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია). ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.