ბაღებისთვის განკუთვნილი არამალფუჭებადი პროდუქტი დაფასოვდება და მშობლებს გადაეცემა - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიისა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბაღებში სასწავლო პროცესის აღდგენამდე, ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომელიც მიმდინარე არდადეგების ფარგლებში უნდა გამოყენებულიყო ბავშვთა კვებისთვის ბაღებში, ორ კვირაში ერთხელ დაფასოებული სახით გაიცემა მშობლებზე.

„პროდუქციის ჩამონათვალი შეთანხმებულია დარგის სპეციალისტებთან, პროდუქტები დაფასოვდება და გადაეცემა ბავშვების მშობლებს, ეს შესაძლებელი იქნება ხუთშაბათიდან , პროცესში ჩართული იქნებიან მოხალისეებიც, დაფასოებული პროდუქტების პაკეტების გაცემა მოხდება ორ კვირაში ერთხელ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც სრულად იქნება დაცული ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესები და შექმნილ ვითარებას როდესაც ვირუსთან ბრძოლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის იმუნიტეტს, შეძლებისდაგვარად არც ერთ ბავშვს არ დავტოვებთ კუთვნილი საკვები რაციონის გარეშე.

მშობლები შეძლებენ ბავშვების კუთვნილი არამალფუჭებადი საკვების სახლში წაღებას, რათა ჰქონდეთ საშუალება ამ პროდუქტით თავად მოუმზადონ სადილი პატარებს“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ბაღების ადმინისტრაციები თავად დაუკავშირდებიან მშობლებს და დაფასოებულ პროდუქტებს აღსაზრდელის მშობლებს გადასცემენ.

მთავრობის დადგენილებით ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 1 აპრილამზე შეჩერდა.