საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენლის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართული ღონისძიება ეპარქიასსთან შეთანხმებული არ ყოფილა. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია.
„დღეს ჟურნალისტებისგან იყო შეკითხვები, ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრიოტთა ალიანსის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებასთან დაკავშირებით. როგორც ეპარქიიდან შემატყობინეს, დღეის მდგომარეობით, აღნიშნული ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაშია და იქ სხვადასხვა დროს იმართება ღონისძიებები, რომელსაც არ უთანხმებენ ეპარქიას. ცნობისთვის, ისტორიულად ეს მიწა ეკუთვნოდა ბაგრატის ტაძარს, თუმცა შემდგომში ტაძარს გადაეცა მხოლოდ ნაწილი ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიისა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება“, – განაცხადა ანდრეა ჯაღმაიძემ.
1 სექტემბერს „პატრიოტთა ალიანსმა“ ბაგრატის ტაძრის ეზოში ღონისძიება გამართა. პარტიის ლიდერები ახალგაზრდებს შეხვდნენ.