ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, არსებობს ყველა ნიშანი იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს. ბაიდენის თქმით, შესაძლოა ეს რამდენიმე დღეში მოხდეს.
ნატოს მოკავშირეებმა რუსეთი დაადანაშაულეს მსოფლიოს შეცდომაში შეყვანაში და “დეზინფორმაციის” გავრცელებაში, როდესაც მათ თქვეს, რომ ჯარისკაცების ნაწილი უკან ბრუნდებოდა უკრაინის საზღვრიდან და დისლოკაციის ადგილს უბრუნდებოდა. ამერიკის, ნატოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ინფორმაციით, რუსეთს ჯარები უკან არ გაუწვევია და რუსეთ-უკრაინის საზღვართან, კვლავ მობილიზებულია 150,000 რუსი სამხედრო.
წყარო: ამერიკის ხმა