ბაიდენი მიესალმება უკრაინისადმი NATO-ს თავდაცვით, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, დღეს შეხვდა NATO-ს მოკავშირეების ლიდერებს და მათთან განიხილა კოლექტიური თავდაცვის და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების დაცვის ერთობლივი ვალდებულება.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ იმ ფონზე, როდესაც პუტინი ემუქრება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძვლებს, NATO კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მხარს უჭერს თავისუფლებასა და დემოკრატიას.

ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს, რადგან მე-5 მუხლის მიმართ აღებული ვალდებულება ურყევია.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, გასცა ბრძანება დამატებითი ძალების განლაგების შესახებ, რათა NATO-ს მოკავშირეების მხარდასაჭერად ევროპაში შტატების შესაძლებლობები გაიზარდოს.

ბაიდენი მტკიცედ მიესალმება NATO-ს თავდაცვითი გეგმების გააქტიურების გადაწყვეტილებას.

ბაიდენის ცნობით, ის ასევე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისაც.