ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტისას ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურ განცხადებაშიც აღნიშნა, რომ რუსული ძალები უკრაინაში ომის დანაშაულს სჩადიან.
„ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც თავიდანვე შეგვიძლია, დემოკრატიულმა ძალებმა შევინარჩუნოთ ერთიანობა და შევამციროთ ის ნგრევა, რომელსაც გულწრფელად რომ ვთქვა, ომის კრიმინალი აწარმოებს. ვფიქრობ, ამას სამართლებრივი განსაზღვრება მიეცემა“, – განაცხადა ბაიდენმა პუტინზე პოლონეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას.
პოლონეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების შეხვედრა პოლონეთის ქალაქ ჟეშოვში დაგვიანებით დაიწყო, რადგან ანჯეი დუდას თვითმფრინავი ვარშავაში დაბრუნდა და ავარიულად დაეშვა. დუდამ სარეზერვო თვითმფრინავით ჟეშოვში დაბრუნება მაინც შეძლო.