აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კიდევ ერთ აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერს ხელს, რითაც ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე დონალდ ტრამპის აკრძალვას გააუქმებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერის ცერემონია 25 იანვარს თეთრ სახლში გაიმართება და მას აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი დაესწრება. თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სენატში გამართულ მოსმენებზე განაცხადა, რომ ტრანსგენდერების ჯარში მსახურებაზე აკრძალვის გაუქმებას მხარს უჭერს.
აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტრასგენდერებისთვის სამხედრო სამსახურის გავლაზე აკრძალვის ბრძანება 2017 წლის 26 აგვისტოს გასცა.
როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენმა აღმასრულებელი განკარგულებებით ტრამპის 20-მდე გადაწყვეტილება მუშაობის პირველივე კვირაში გააუქმა.