NATO-ს საიუბილეო სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა. ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და კიევისთვის ახალი დახმარების პაკეტი გამოაცხადა.
„ჩვენ თქვენს გვერდით დავრჩებით. წერტილი. ჩვენ ვმუშაობთ NATO-ს პარტნიორებთან ერთად, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა შეძლებს F-16-ების გამოყენებას ამ ზაფხულს და ჩვენ ვაჩვენებთ მსოფლიოს, რომ ვდგავართ უკრაინის გვერდით ახლა და სამომავლოდ”, – უთხრა მან ზელენსკის.
პარალელურად, ზელენსკის დააანონსა სამშვიდობო სამიტის მეორე შეხვედრა მიმდინარე წელს. პირველი მსგავსი სამიტი გასულ თვეს შვეიცარიაში გაიმართა.
ზელენსკი შეხვდა NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა, რის შემდეგაც გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი NATO-შია და ქვეყანა გაწევრების შეუქცევად გზაზეა.