ბაიდენის თქმით, ბალტიის ქვეყნებში ამერიკული ჯარის შენაერთები განლაგდებიან

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის წამოწყებული სამხედრო ესკალაციის პასუხად გადაწყვიტა, რომ ამერიკელი სამხედროების ნაწილი ევროპული კონტიგენტიდან ბალტიის ქვეყნებში განლაგდება.

„დღეს, რუსეთის გადაწყვეტილების პასუხად, რომ ისინი არ გაიყვანენ თავიანთ ჯარს ბელარუსიდან, მე გავეცი ბრძანება ევროპაში მყოფი ამერიკული ჯარისა და შეიარაღების გადასროლაზე ბალტიის ქვეყნების – ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას გასაძლიერებლად“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის თქმით, ეს გადაადგილება თავდაცვითი ხასიათისაა და მათ რუსეთთან დაპირისპირება არ სურთ, თუმცა მკაფიო სიგნალია იმის ხაზაგასასმელად, რომ აშშ დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს.