ბაიდენის თქმით, რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ არ უნდა აღიარონ - Reuters

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს თეთრ სახლში ჟურნალისტებს უთხრა, რომ რუსეთი არ უნდა დასახელდეს ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბაიდენმა ჟურნალისტის შეკითხვას, უნდა აღიარონ თუ არა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ, მოკლედ უპასუხა: „არა“.

აგვისტოში გამოცემა Politico წერდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სიფრთხილით ეკიდება რუსეთის შეტანას ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნების სიაში, რადგან ამან შესაძლოა, საფრთხის წინაშე დააყენოს უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანის შესახებ შეთანხმება. ამასთან, მოსკოვი აცხადებდა, რომ ეს ნაბიჯი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს.

კიევი და დასავლეთის ქვეყნების ნაწილი მოითხოვს, რომ აშშ-მა რუსეთი ტერორიზმის მხარდამჭერ ქვეყნად აღიაროს.