ბაიდენმა განაცხადა, რომ შვედეთს და ფინეთს NATO-ში გაწევრებაზე აშშ-ის მხარდაჭერა აქვს

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შვედეთსა და ფინეთს NATO-ში გაწევრებაზე შტატების სრული მხარდაჭერა აქვს.

მედიის ცნობით, ბაიდენმა პირობა დადო, რომ აქტიურად იმუშავებს კონგრესთან და ალიანსის წევრ ქვეყნებთან, რომ შვედეთი და ფინეთი რაც შეიძლება მალე გახდნენ NATO-ს წევრები. მათ გაწევრებას 30-ვე წევრის თანხმობა სჭირდება.

ბაიდენმა ფინეთის პრეზიდენტთან და შვედეთის პრემიერთან განაცხადა, რომ ეს ორი ქვეყანა ალიანსს გააძლიერებს და მან ასევე პროცესს „დემოკრატიის გამარჯვება“ უწოდა.


18 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ხელისუფლების გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, მას შემდეგ, რაც შვედეთმა და ფინეთმა NATO-ს წევრობაზე ბრიუსელში განაცხადი შეიტანეს, ანკარამ მათ მიღებაზე დისკუსია დაბლოკა.

ფინეთმა და შვედეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეცვალეს თავიანთი პოზიცია, რომ არ გახდებოდნენ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. მაისში, ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ საბოლოოდ ჩამოაყალიბა მათი პოზიცია, რომ ალიანსს მიმართავდნენ წევრობისთვის. 18 მაისს კი სკანდინავიური ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადები ოფიციალურად გადასცეს NATO-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.