აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „ჰამასის” მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმებს „ბოროტების აქტი” უწოდა.
„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით, ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით”, – განაცხადა მან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.
ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ 1000-ზე მეტ დაღუპულს შორის, ამერიკის 14 მოქალაქეც არის. მისივე ცნობით, ამერიკის მოქალაქეები არიან მძევლად აყვანილთა შორისაც.
მანვე განაცხადა, რომ ისრაელს ექნება ის, რაც მას სჭირდება თავდასხმაზე რეაგირებისთვის.
7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.
„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.
9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, მან ღაზის სექტორის სრული ბლოკადის ბრძანება გასცა: „არა ელექტროენერგია, არა საკვები, არა საწვავი”.