ბაიდენმა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ თანამდებობაზე ჯონ ბასის კანდიდატურა წარადგინა

პუბლიკა

ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში მაღალ თანამდებობაზე საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჯონ ბასის კანდიდატურა წარადგინა.

დამტკიცების შემთხვევაში ჯონ ბასი მენეჯმენტის კუთხით სახელმწიფო მდივნის მოადგილედ იმუშავებს.

ჯონ ბასი საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობას 2009-2012 წლებში იკავებდა. მას შემდეგ ის ელჩის თანამდებობაზე მივლენილი იყო თურქეთსა და ავღანეთში. ჯონ ბასს თეთრი სახლის მიხედვით, დიდი გამოცდილება აქვს ტერორიზმთან ბრძოლაში რესურსების მობილიზებასა და ახლო აღმოსავლეთში არსებული დესტაბილიზაციის კერების აღმოფხვრაში. ბასი სახელმწიფო დეპარტამენტში აქამდეც იკავებდა მაღალ თანამდებობებს.