აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის 225 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა.
ამის შესახებ ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დაწყების წინ გამოაცხადა.
ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს საფრანგეთში, ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80 წლისთავის ღონისძიების ფარგლებში ხვდებიან.
ბაიდენი და ზელენსკი მომავალ კვირას, იტალიაში G7-ის ქვეყნების სამიტზეც შეხვდებიან ერთმანეთს.