ბაიდენმა უკრაინისთვის კიდევ $425 მილიონის ღირებულების დახმარების პაკეტი დააანონსა

პუბლიკა

თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ოთხშაბათს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა და გამოაცხადა უკრაინის დახმარების ახალი 425 მლნ დოლარის მოცულობის პაკეტის შესახებ. 

უსაფრთხოების პაკეტი მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, ჯავშანტექნიკას, კრიტიკულ საბრძოლო მასალას, ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში მადლობა გადაუხადა ბაიდენს, კონგრესის ორივე პარტიას და ამერიკელ ხალხს ახალი პაკეტისთვის და თქვა, რომ ბაიდენს ესაუბრა კიევის ხუთპუნქტიანი „გამარჯვების გეგმის“ შესახებ, რომელიც მან პარლამენტს ოთხშაბათს წარუდგინა.

ზელენსკის განცხადებით, მან ბაიდენს შესთავაზა „განიხილოს ერთობლივი იარაღის წარმოების შესაძლებლობა“.

უკრაინამ, მისი თქმით, მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს „მისი მზადყოფნისთვის, დაეხმაროს უკრაინას, გააძლიეროს თავისი პოზიციები და აიძულოს რუსეთი პატიოსანი დიპლომატიისკენ“.