თეთრი სახლის წარმომადგენელი მედიასთან აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინისთვის არავითარი პირობა არ მიუცია, მორატორიუმი გამოაცხადოს უკრაინის NATO-ში გაწევრებაზე.
თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ს არ შეცვლია ხედვები NATO-ს წევრობასა და ალიანსის ღია კარის პოლიტიკის შესახებ.
დღეს მოსკოვში გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენმა მას უთხრა, თითქოსდა უკრაინის NATO-ში მიღება „ხვალვე არ იგეგმებოდა“.
პუტინის თქმით, მეტიც, საუბარი იყო გარკვეული სახის მორატორიუმზეც. თუმცა, ის მიიჩნევს, რომ ეს ისევ NATO-ს გეგმის გაგრძელებაა და არა პასუხი რუსეთის პოზიციაზე.