ბახმუტისთვის ბრძოლაში კიდევ 2 ქართველი სამხედრო დაიღუპა - უკრაინაში მებრძოლები

პუბლიკა

უკრაინაში ქართველი მებრძოლების ცნობით, ბახმუტისთვის ბრძოლაში კიდევ ორი ქართველი სამხედრო დაიღუპა.

„ისეთ მიმართულებაზე იყვნენ, ბახმუტის მიმართულებაზე, სადაც განხორციელდა ხანგრძლივი შეტევითი ოპერაცია რუსეთის მიერ და მოხვდნენ არტილერიის ცეცხლის ქვეშ. რამდენიმეა დაჭრილი და ორი დაღუპული“, – თქვა „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელმა მამუკა მამულაშვილმა „ტვ პირველთან“.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს ავთო ქაჯაიას თქმით, ჯერჯერობით, დაღუპულთა ცხედრების გამოყვანა საბრძოლო მოქმედებების არეალიდან ვერ ხერხდება.

„ჩვენი ბიჭები პოზიციებს ამაგრებდნენ და რუსებმა მოაწყეს შტურმი, იყო არტილერიით დაბომბვები, ტანკები, ძლიერი შტურმი იყო წუხელ“, – თქვა ავთო ქაჯაიამ.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე უკრაინაში 40-მდე ქართველი მებრძოლია დაღუპული.