ბაკურაძის თქმით, „ოცნების“ აქციაზე ადრე მისულ მოქალაქეებს „მუსიკალური ბენდები გაამხნევებენ“

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დამდგმელმა რეჟისორმა, ბაკურ ბაკურაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ორგანიზებული აქციის დღის წესრიგი გააცნო. მისი თქმით, თავისუფლების მოედანზე დროზე ადრე მისულ მოქალაქეებს მუსკალური ბენდები გაამხნევებენ.

„დღის წესრიგი არის ასეთი – მობრძანება, დადგომა, ვისაც ადრე მოუწევს მოსვლა და ესიამოვნება, 3 საათიდან „გუფი ლენდი“, გელა გნოლიძის ბენდი და ზუკა ხუციშვილის ბენდი გაამხნევებენ და შექმნიან ფონს“, – თქვა ბაკურაძემ.

რეჟისორს ჟურნალისტმა ჰკითხა, „გვაქვს თუ არა გასართბად საქმე“, რაზეც ბაკურაძემ უპასუხა – „რითი არა გაქვთ? კარგი ამინდია, ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, ცენტრში დგახართ“.

ბაკურ ბაკურაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე შესრულდება საქართველოს ჰიმნისა და სიმღერის – „ჩემი საქართველო აქ არის“ ახალი ვერსიები.

„ღონისძიებაში მონაწილეობენ: ანსამბლი „ბასიანი“, „ქართული ხმები“, „თეატრალურის კვარტეტი“, „ალილო“, სამების საკათედრო  ტაძრის გუნდი და „შვიდკაცა“, – თქვა ბაკურაძემ.