ბაკურიანის სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდგინდა - იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე „TV პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ დღეს 28 ანალიზის შედეგი გახდა ცნობილი და მათგან ყველა უარყოფითია.

იმნაძე ასევე აცხადებს, რომ ბაკურიანში მდებარე სასტუმროს თანამშრომელს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

„ამაში იყო ძალიან ბევრი კონტაქტი და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, იმიტომ, რომ ბაკურიანში დიდი პანიკა იყო. იქ იყო უსაფუძვლო ეჭვი, რომ ერთ-ერთი სასტრუმროს მომსახურე პერსონალი იყო ინფიცირებული, მინდა დავარწმუნო ბაკურიანში მყოფი მოქალაქეები, რომ პასუხი უარყოფითია“, – აცხადებს იმნაძე.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.