ბაკურიანში თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, ერთი ადამიანია მოყოლილი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაბა ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა.

მათი განცხადებით, ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი, რომლის ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია სამაშველო დრონები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები.

უწყების განცხადებითვე, სამაშველო ოპერაციაში ჩართვის მიზნით, დამატებით სამაშველო ჯგუფთან ერთად, თბილისიდან უკვე გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.