ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა გრძელდება

პუბლიკა

ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა 29 მარტს, დილიდან განახლდა. ღამით  სამუშაოები ზვავსაშიშროების გამო შეჩერებული იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დაბა ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა.

უწყების განცხადებით, ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი. „ფორმულას” ცნობით, ის ადგილობრივი ბიზნესმენი დიტო გოგოლაძეა.

ადგილზე ვერ მუშაობს ტექნიკა, ვინაიდან მიუვალი ადგილია. მაშველების გადაყვანა მხოლოდ ვერტმფრენით ხერხდება. ისინი სამუშაოებს სპეციალური ტექნიკის გარეშე, მხოლოდ ნიჩბებით ატარებენ.

მასთან ერთად ბაკურიანში თოვლის ბორნებით 4 ადამიანი იმყოფებოდა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.