ტელეწამყვანებმა თეონა ბაკურიძემ, თამარ ჩიხლაძემ და პროდიუსერმა ნათია ზოიძემ „TV პირველი“ დატოვეს, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ თეონა ბაკურიძემ დაუდასტურა.
თეონა ბაკურიძე ტელეკომპანიის მისი წამოსვლის მიზეზზე არ საუბრობს, მაგრამ მისი თქმით, „TV პირველიდან“ წამოსვლა სარედაქციო პოლიტიკას არ უკავშირდება.
„ჩემი წამოსვლა არ უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობას. მე ამ თავისუფლებისთვის მოვედი ამ არხზე და ეს იყო შენარჩუნებული ბოლომდე. ამ ეტაპზე ჩემი მხრიდან თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა“, – უთხრა თეონა ბაკურიძემ „პუბლიკას“.