რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არ უარყოფს იზიუმიდან და ბალაკლიადან უკანდახევას, თუმცა აღნიშნავენ იმას, რომ ამ ტერიტორიიდან სამხედრო დაჯგუფებები დონეცკის მიმართულებით გადაიყვანეს.
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „სამი დღის განმავლობაში განხორციელდა იზიუმ-ბალაკლიას სამხედრო ჯგუფების შეკრებისა და ე.წ. დონეცკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაყვანის „ოპერაცია”.
სამინისტრო მიზეზად ასახელებს დონეცკის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერებას ასახელებს.
დღის განმავლობაში ვრცელდება ასევე ვიდეოები, სადაც უკრაინული მედესანტეები აცხადებენ, რომ იზიუმში შევიდნენ.
ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქ ლიმანში, დონეცკის ოლქი.