ბალტიისპირეთის ქვეყნები ეროვნულ სანქციებს უწესებენ მათ, ვინც „ახშობს პროტესტს საქართველოში"

პუბლიკა

ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარე საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ მათი ქვეყნები ერთობლივად შეთანხმდნენ, დაუწესონ ეროვნული სანქციები მათ, „ვინც ახშობს ლეგიტიმურ პროტესტს საქართველოში”.

„დემოკრატიის მოწინააღმდეგეები და ადამიანის უფლებათა დამრღვევები ჩვენს ქვეყანაში სასურველები არ არიან”. – ნათქვამია განცხადებაში.

 

Fox News-ის პროდიუსერი ნანა საჯაია წერს, რომ მისი წყაროს ცნობით, სანქციები დაუწესდება 10 პირს, რომლებიც მშვიდობიან პროტესტანტებზე ძალადობაზე არიან პასუხისმგებელნი. საჯაიას თქმით, ყველა მათგანი შსს-ს მაღალი თანამდებობის პირია.