სპეცოპერაცია დასრულდა, ყველა მძევალი თავისუფალია, ერთი პირი დაკავებულია – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა ქეთი კოვზიაშვილმა განაცხადა.
შეიარაღებული ნიღბიანი ქუთაისის „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს, 20 სექტემბერს შეიჭრა და 12 ადამიანი მძევლად აიყვანა. ის 2 მილიონ დოლარს, რუსეთის დროშას, ანკესსა და ავტომობილს ითხოვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული აქტის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე.