ბანკზე თავდამსხმელმა მესამე მძევალი გაათავისუფლა - შსს

პუბლიკა

ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელმა მესამე მძევალი გაათავისუფლა – ინფორმაცია შსს-ში „პუბლიკას“ დაუდასტურეს.


თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ შენობაში მძევლები დღის 3 საათზე აიყვანა. ისინი ამ დრომდე შენობაში რჩებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი. რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია 2 მძევლის გათავისუფლების შესახებ.