საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა დანმარტავს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, დავით ბაქრაძე დაინიშნოს გაეროში ელჩად.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბატონი დავით ბაქრაძის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაწეული საქმიანობის უარყოფითი შეფასება კვლავ ძალაშია, აქედან გამომდინარე მისი დანიშვნა გაეროში მუდმივ წარმომადგენლად, მაშინ, როდესაც მიმდინარეობს ომი ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანაში საქართველოს პრეზიდენტს არ მიაჩნია მიზანშეწონილად.
ეს პოზიცია პრეზიდენტმა არაერთგზის დააფიქსირა როგორც საჯაროდ, ასევე არაფორმალური კონსულტაციების დროს.
რაც შეეხება ბატონი დავით ბაქრაძის დანიშვნას, ის დანაშული იქნა პრეზიდენტის 30 აგვიტოს განკარგულებით გაეროში მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე და ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ოფიციალური წარდგინება, რაც საქართველოს მთავრობის სახელით შემოვიდა პრეზიდენტთან და ასეთი მისი ინაუგრაციის შემდეგ 39 იყო, 39-ვე წარდგინება დაკმაყოფილდა და ყველა დაინიშნა შესაბამის თანამდებობებზე“, – ამბობს ნათია სულავა.
ელჩების დანიშვნაზე უარის გამო მმართველი პარტია პრეზიდენტს აკრიტიკებდა. მიმდინარე წლის ივლისში პრეზიდენტმა ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ერთადერთი ელჩი, რომლის დანიშვნასაც ხელი არ მოაწერა დავით ბაქრაძე იყო.
„დღის თემასთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის გაეროში მის დანიშვნას არ ეთანხმება.
„ჩემი აზრით და ალბათ, თქვენც აღიარებთ, რომ დიპლომატიაში მაქვს რაღაც გამოცდილება, ადამიანს, რომელიც იყო 5 წელი ელჩი ამერიკაში, არაფერი გაუკეთებია ჩვენი ურთიერთობებისთვის. არა ვიზიტი მაღალი დონის, არა იქით, არა აქეთ. მე ვერ შევძელი მიმელოცა ბაიდენისთვის არჩევნები და ვერც კამალა ჰარისისთვის, ქალი ვიცე-პრეზიდენტისთვის. ორივე თხოვნა საელჩოსთან მქონდა და ვერაფრით მოხერხდა“, – თქვა მან.