ბარ „საქსესთან“ დავაკავეთ 3 პირი - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ თბილისში, ვაშლოვანის ქუჩაზე, ბარ „საქსესთან“ ადმინისტრაციული წესით 3 პირია დაკავებული.

უწყებაში განმარტავენ, რომ დაკევბა მოხდა ადმინსტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173 – ე (პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა) მუხლების საფუძველზე. სამინისტროს პრესსამსახურში მეტ დეტალზე არ საუბრობენ.


„პუბლიკას“ ერთ-ერთი თვითმხილველი უყვება, რომ დაკავებისას პოლიციამ მოქალაქეებზე ფიზიკური ძალაც გამოიყენა. Facebook-ზე გავრცელებულ Live-ჩართვაში ჩანდა შეხლა-შემოხლა მოქალაქეებსა და პატრულის თანამშრომლებს შორის.

აქტივისტი ანა სუბელიანი აცხადებს, რომ დაკავებულთა შორის არის „თბილისი პრაიდის“ დამფუძნებელი გიორგი თაბაგარიც.

„გიორგი თაბაგარი და მასთან მყოფი კიდევ რამდენიმე სხვა პირიც (ზუსტად არ ვიცი) დაიჭირა პოლიციამ, მივარდნილან და ჩაუტენიათ მანქანაში. სასწრაფოდ გვჭირდება ადვოკატი და იმის გარკვევა, თუ სად გადაყავთ და რა ჯანდაბა ხდება“, – წერს Facebook-ზე აქტივისტი ანა სუბელიანი.