თბილისის მერიის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს:
„რეაბილიტაციის პერიოდში, რომელიც რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, N2, N25, N43 და N39 ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ „ავლაბრამდე“, ნაცვლად ბარათაშვილის ქუჩისა; N31, N44 და N80 მარშრუტები კოტე აფზახის ქუჩის გავლით, გორგასალის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გადაადგილდებიან, ხოლო N122 ავტობუსი ევროპის მოედანზე დატრიალდება და ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, ბარათაშვილის აღმართის მეშვეობით, მუჯირიშვილის ქუჩაზე მოხვდება.
რაც შეეხება N31, N37 და N46 ავტობუსებს, ისინი ქეთევან დედოფლის გამზირიდან რუსთაველის გამზირზე ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების გავლით მოხვდებიან; ავტობუსის – N20, N23, N95 მარშრუტები მოძრაობას ივანე ჯავახიშვილის ქუჩიდან ხეთაგუროვის ქუჩისა და ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გააგრძელებენ, რის შემდეგაც, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მეშვეობით, ზაარბრიუკენის ხიდზე მოხვდებიან და მოძრაობას უკვე დადგენილი სქემით შეძლებენ. აღნიშნული მარშრუტები იმოძრავებენ წრიულად.
N83 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, თავისუფლების მოედნიდან ლეონიძის ქუჩის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს; N6, N14, N33, N42, N52, N58, N61, N87, N88, N140 და N150 ავტობუსები, რომლებიც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე ასრულებდნენ, რეაბილიტაციის განმავლობაში, თავისუფლების მოედნამდე იმოძრავებენ, N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 ავტობუსები კი, თავისუფლების მოედანზე შესვლისას, ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას ლეონიძის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებენ და ამაღლების ქუჩიდან მოძრაობას დადგენილი სქემით შეძლებენ.
მიკროავტობუსები – N2, N4, N31, N35, N50, N62, N67, N72, N120 და N200, რომლებიც ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდისა და ბარათაშვილის ქუჩის გავლით, თავისუფლების მოედნის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილდებიან, ბარათაშვილის ხიდიდან მოძრაობას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით გააგრძელებენ და სკუდიერის ქუჩის გავლით, მშრალ ხიდს დაუკავშირდებიან, ათონელისა და ჭანტურიას ქუჩების გავლით კი, რუსთაველის გამზირზე მოხვდებიან, საიდანაც დადგენილი სქემით იმოძრავებენ.
რაც შეეხება N10, N17, N27, N34, N61, N62, N67, N68, N111, N117, N118, N149, N161, N169, N198 მიკროავტობუსებს, რომლებიც მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩიდან გორგასალის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით მოძრაობენ, ბარათაშვილის ქუჩის ნაცვლად, მოძრაობას გორგასალის ქუჩის მიმართულებით (N10, N118, N149) გააგრძელებენ, მეორე ნაწილი (N17, N27, N34, N61, N62, N68, N111, N169, N198) კი, მარჯვენა სანაპიროდან მარჯვნივ მოხვევით, ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით იმოძრავებს;
მიკროავტობუსის – N6, N40, N49, N85 მარშრუტები იუსტიციის სახლთან დატრიალდებიან და მოძრაობას ზაარბრიუკენის ხიდისკენ გააგრძელებენ, რის შემდეგაც უკვე დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N15 მიკროავტობუსი ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, მოძრაობას ათონელის ქუჩაზე დაასრულებს.
ბარათაშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები ოთხ ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპი – 28 მაისიდან პირველ ივნისამდე; მეორე ეტაპი – 1-5 ივნისამდე; მესამე ეტაპი – 5-8 ივნისამდე; მეოთხე ეტაპი – 8-13 ივნისამდე გაგრძელდება”.