„ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით“ - ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი

პუბლიკა

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენცია გამართა. ოლივერ ვარჰეის ჟურნალისტმა განვლილი 2 დღის განმავლობაში ჰომოფობიურ და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის დაწვის შესახებ ჰკითხა.

ოლივერ ვარჰეის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავის ადგილას.

„რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ვიტყოდი, რომ ბარბაროსობა იწყება დროშების დაწვით. მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი ნიშანი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ დღეს, დილით პარლამენტის თავმჯდომარემ თავისივე ხელით დააბრუნა ევროკავშირის დროშა თავისივე ადგილას. ეს არის ჩემთვის მნიშნელოვანი“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მასალაში გამოყენებულია მთავრობის ადმინისტრაციის სინქრონული თარგმანი.