„ბარიკადებზე ეს ხმაური მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყდება“ - გოლეთიანი

პუბლიკა

თბილისიდან დაბრუნებული ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები ჯერ სოფელ გუმათში მდებარე კომპანია „ენკას“ ბაზასთან მივიდნენ, შემდეგ კი გუმათჰესამდე მოაწყვეს მსვლელობა, სადაც საპოლიციო ძალებია მობილიზებული. ადგილზე აღმართულია რკინის ბარიკადები.

მოძრაობა „რიონის ხელობის გადარჩენისთვის“ აქტივისტმა ვარლამ გოლეთანმა სამართალდამცველებს მიმართა, რომ პროტესტს მშვიდობიანი ფორმა ექნება და ბარიკადზე გადასვლის მცდელობა აქციის მონაწილეებს არ ექნებათ. გოლეთიანის თქმით, მოქალაქეები ბარიკადებზე ხელის ცემით გამოხატავენ პროტესტს.

„ეს ხმაური არ გაჩერდება, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები“, – განაცხადა გოლეთიანმა.

მან თბილისიდან დაბრუნების შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ აქტივისტები გზებს გადაკეტავენ მხოლოდ კომპანია „ენკას“ ავტომობილებისთვის.