ჯონ ბასი: ივანიშვილს ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი

პუბლიკა

აშშ-ის პოლიტიკური საკითხების დეპარტამენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯონ ბასის თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს რაუფოღუ ავრცელებს.

„შემაწუხებელი და დამამწუხრებელია იმის ხილვა, რომ ქართველი ხალხის ოცნებები და მისწრაფებები მძევლად ჰყავს აყვანილი ერთ ინდივიდს: ბიძინა ივანიშვილს”, – ამბობს ჯონ ბასი.

ბასის თქმით, საქართველო NATO-ს წევრი გახდება, როდესაც მისი მოკავშირეები შეაფასებენ, რომ ის მზადაა წევრობის ვალდებულებების შესრულებისთვის, მათ შორის დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპების დაცვისთვის.

„სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც მე ვიყავი ელჩი საქართველოში, ჩვენ არ გვინახავს საქართველოს პროგრესი ამ მიზნების მიღწევაში. ძალიან შემაშფოთებელია ევოლუციის დანახვა ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი „ქართული ოცნების” მმართველობის ბოლო თვეში”, – განაცხადა მან.