ბასილაშვილის პროცესი, რომელიც ხვალ უნდა გამართულიყო, აგვისტოს ბოლოსთვის გადაიდო

პუბლიკა

ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 16 ივლისს უნდა გამართულიყო, გადაიდო.

ინფორმაცია „პუბლიკას“ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის ნეკა დოროყაშვილის ინტერესების დამცველმა ანა აბაშიძემ დაუდასტურა.

როგორც ანა აბაშიძემ „პუბლიკას“ უთხრა, გამოძიების მხარის მოთხოვნით სასამართლო პროცესი აგვისტოს ბოლოსთვის გადაიდო.


ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობაშია ბრალდებული. ის სამართალდამცველებმა 22 მაისს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, 21 მაისს ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა.