ბატონ ბიძინას კიდევ ერთხელ დავუდასტურებ ერთგულებას და მოვუხდი ბოდიშს – ხუნდაძე

პუბლიკა

„ბატონ ბიძინას კიდევ ერთხელ დავუდასტურებ ერთგულებას და მოვუხდი ბოდიშს, რადგან მე, პრაქტიკულად, მისი აზრის გაუთვალისწინებლობა მომიწია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

„ვფიქრობ, რომ სწორედ ის გავითვალისწინე, რაზეც შევთანხმდით 2012 წელს და რასაც ვაკეთებთ 2012 წლის შემდეგ. სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არის „ნაციონალური მოძრაობა“ დესტრუქციული ძალა. ყოველდღე დაადასტურა მან ეს. ჩვენი გადაწყვეტილებაა ქვეყნის სტაბილური განვითარება და თუ გინდა სტაბილურობა, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა ჩამოსცილდეს პოლიტიკურ სპექტრს“, – განაცხადა ხუნდაძემ.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო.

კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე, 3 წინააღმდეგი, 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.