ბატონი ირაკლი არის 2012 წლის 1 ოქტომბრის იდეალებისა და ღირებულებების სახე - რიმა ბერიძე

პუბლიკა

„მე მჯერა, რომ თქვენ იქნებით საუკეთესო პრემიერი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატი რიმა ბერიძე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურაზე facebook-ზე წერს.

„მომავალი პრემიერ-მინისტრი – ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი არის პრინციპული, პატრიოტი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სახელმწიფო მართველობაში გამოცდილი პიროვნება.

მისი პრემიერობის დროს, საქართველომ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ვიზალიბერიზაცია მოიპოვა.

ის იყო ძალიან წარმატებული შსს მინისტრი, წარმატებული თავდაცვის მინისტრი, სადაც ჩვენი ჯარისკაცების სამუშაო პირობები უმაღლეს დონეზე ავიდა.

ბატონი ირაკლი არის 2012 წლის 1 ოქტომბრის, იდეალებისა და ღირებულებების სახე.

მე მჯერა, რომ თქვენ იქნებით საუკეთესო პრემიერი.

თქვენ იქნებით ის პრემიერი, ვინც 2024 წელს ხელს მოაწერს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებაზე. წარმატებები!!!”, – წერს რიმა ბერიძე.


„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. გუშინ, 18 თებერვალს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომაზე გადაწყვეტილება მიიღო.