ელენე ხოშტარიამ „დროას“ გუნდი წარადგინა.
პარტიის წევრებს შორის არიან ბათუ ქუთელია, დავით სიხარულიძე და ნინო გოგუაძე.
„ჩვენი პარტია არის არა ადამიანის ან ერთის გარშემო გაერთიანებული გუნდი, არამედ ეს არის იდეის გარშემო გაერთიანებული, თავისუფალი, პრინციპული ადამიანების, ინდივიდების ერთობა. ცვლილებები, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და რომელიც საციცოცხლოდ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანას, იქმნება სწორედ ასეთი თავისუფალი, პრინციპული, სუფთა, იდეის ერთგული, კომპეტენეტური ადამიანების მიერ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები სწორედ ასეთები არიან”. – თქვა ელენე ხოშტარიამ გუნდის წარდგენისას.