ბათუმელი პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

პუბლიკა

ბათუმში მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში 3 აპრილის ღამეს პოლიციელების შესვლისა და აქტივისტების დაკავების საქმეზე პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

„პუბლიკას“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახუში განუცხადეს, რომ  „დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, 2021 წლის 3 აპრილს ბათუმში, მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან, საპროტესტო შეკრების მონაწილეთა მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით“.

3 აპრილის ღამით დაკავებული ორი აქტივისტის სასამართლო პროცესი დღეს 16 საათზეა ჩანიშნული.